კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 150-მდე პირველკურსელი, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ პროექტში - ჯომარდობის ჩემპიონატში ჩაერთო.
გამარჯვებულის გამოსავლენად, კსუ-ს პირველკურსელები ნავებში ფაკულტეტების მიხედვით გადანაწილდნენ. შეჯიბრი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში, მდინარე მტვარზე გაიმართა.
დაძაბულ შეჯიბრებაში, საუკეთესო შედეგი კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა: ანა ნასიძემ, თამთა გოგიშვილმა, ლაშა გელაშვილმა, გელა შამუგიამ, ნიკა ბუზალაძემ და ლევან მალანიამ აჩვენეს. გამარჯვებულ გუნდს თასი თვითმმართველობის პრეზიდენტმა - ზურა ქავთარიამ გადასცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება