ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის 25 წლისთავისა და მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ეუთოს მხარდამჭერი საერთაშორისო ახალგაზრდული ქსელის მე-3 კონფერენცია, ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - ალექსანდრე რუსეცკიმ გახსნა.
მისასალმებელი სიტყვით კონფერენციის მონაწილეებთან, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - ირინა ღვინერია და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სესილი გოგიბერიძე წარსდგნენ.
კონფერენციას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია კონფერენციის ფორმატი, სადაც მომხსენებლებთან ერთად, ონლაინ რეჟიმში ეუთოს აკადემიის დირექტორი - ალექსანდერ ვოლტერსი, კსუ-ს ალუმნები - ლაშა კანთელაშვილი და გიორგი დავიდოვი ჩაერთნენ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასა და მსოფლიოში საქართველოს როლზე ისაუბრა და ამ პროცესში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მშვიდობიანი გარემო, ნორმალური განვითარებისთვის! - ეს გახლდათ ის მთავარი მესიჯი, რაც ქეთევან ციხელაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას გააჟღერა.
კონფერენციის მონაწილე სტუდენტებმა მინისტრთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა - „ტურიზმი მშვიდობისათვის“, „ეუთოს 2016 წლის საზაფხულო სკოლის გამოცდილება“, “ვეტერანების როლი სამშვიდობო პროცესებში“ და სხვა.
კსუ-ს სტუდენტების ნაშრომებმა, მათმა გამოსვლებმა და ინოვაციურმა იდეებმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ამ ტიპის კონფერენციების პარლამენტში ჩატარების იდეითაც გამოვიდა, რათა აღნიშნული საკითხები უფრო სიღმისეულად და ფართო მასშტაბებით იქნეს განხილული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება