ვაკანსია
სამართლის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ან უნდა იყოს დოქტორანტი სამართლის მიმართულებით;
2. სასურველია ჰქონდეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სილაბუსებზე მუშაობის გამოცდილება;
3. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
4. ინგლისური ენის ცოდნა (დადასტურდება საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატით/გასაუბრებით);
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის სამუშაოს ზოგადი აღწერა:
1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის კონტროლს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის ფუნქციებია:
ა) გამოკითხვის, პრეზენტაციების მომზადების, ლექციების მონიტორინგისა და სხვა საშუალებების გამოყენებით ფაკულტეტზე განხორციელებადი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის კონტროლი;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად მათი გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მობილობის პროცესისა და კრედიტების აღიარების კონტროლი;
დ) აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ე) კვალიფიკაციის მინიჭების პროცედურების კონტროლი;
ვ) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების შედეგად საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
ანაზღაურება (ინდივიდუალური) კონკურსანტის გამოცდილების შესაბამისად.
კონკურსის ეტაპები:
საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
გასაუბრება.
კონკურსის ვადა: გამოქვეყნებიდან 2 კვირა (21.09.17 – 05.10.17)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: ciu@ciu.edu.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - “ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი” - წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება