3 წელზე გათვლილი Cruiset-ის პროექტი - ,,კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისათვის" - თავისი მნიშვნელობიდან და საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, 2016 წლის დეკემბრის ნაცვლად, 2017 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა.
ტემპუსის პროექტის ფინალურ ეტაპზე, კსუ-ში შემაჯამებელი შეხვედრა და მონიტორინგი გაიმართა.
შეხვედრა კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას დღის წესრიგი მოკლედ გააცნო. სტუმრებს კსუ-ს კანცლერი ვახტანგ წივწივაძეც მიესალმა და არსებული პროექტის წარმატებით დასრულებისა და სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
უნივერსიტეტის რექტორმა და კანცლერმა ტემპუსის პროექტის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის სასწავლო ბაზები და ლაბორატორიები დაათვალიერებინეს. სტუმრებმა პროექტის ფარგლებში შექმნილი ტურიზმის რეგიონული განვითარების ცენტრიც დაათვალიერეს, რომელიც სპეციალურად ევროპისათვის ნაწარმოები პერსონალური კომპიუტერებით აღიჭურვა. აღნიშნული სამუშაო ტემპუსის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
კსუ-ს პროექტში ჩართულმა პროფესორებმა შემაჯამებელი შეხვედრის დროს, 2014 წლიდან დღემდე ჩატარებული თითოეული ღონისძიება, შეხვედრა თუ ტრენინგი გაიხსენეს და პროექტის კოორდინატორს სრული ანგარიში წარუდგინეს.
პარალელურ რეჟიმში, ტემპუსის პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ვოლფგანგ ფუქსი, სტუდენტებს შეხვდა და თეორიული სწავლების შემდეგ ჯგუფებში გადანაწილებულ ახალგაზრდებთან, კონკრეტული ამოცანები და მაგალითები დეტალურად გაარჩია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება