ირინე სხირტლაძის სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრს, ახალი სასწავლო წლიდან იადვიგა მროჟეკ-მიშკოვსკა უხელმძღვანელებს.
მასწავლებელი საქართველოში პოლონეთის საელჩოს კულტურულ საკითხებზე პასუხსიმგებელმა და საქართველოში პოლონეთის ელჩის მეუღლემ - მალგოზატა ვიერშოვსკამ წარადგინა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა - ირინა ღვინერიამ და კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტმა - სვეტლანა კირაკოსიანმა, იადვიგა მროჟეკ-მიშკოვსკას მოკლედ გააცნეს პოლონური ენისა და კულტურის ცენტრის მუშაობის სპეციფიკა, გამოცდილება და სასწავლო პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართულობასა და დაინტერესებაზე ესაუბრნენ.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, პოლონური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, პოლონეთის განათლების სამინისტროს მიერ ინიშნება და მასწავლებელის რეკომენდაციების საფუძველზე, აქტიური და წარმატებული სტუდენტები, საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში იღებენ მონაწილეობას.
კსუ-ში პოლონური ენა და კულტურა უკვე მეოთხე წელია ისწავლება და პროგრამაში ჩართვა ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება