საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების პროგრამის მე-7 ნაკადს.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟირების კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრში, არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სტაჟირება ატარებს ერთჯერად ხასიათს, რათა მეტმა სტუდენტმა/კურსდამთავრებულმა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.
იმისათვის, რომ გაიაროთ სტაჟირება, უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე;
უნდა იყოთ უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მაგისტრანტის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირი და უნდა გამოირჩეოდეთ მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);
სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ, აგრეთვე, იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზზე, ტელ.: 2197755 ან კსუ-ს კარიერული განვითარების ცენტრში, ტელ.: (995 32) 294 59 92 ( შიდა 109).
საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნები და კრიტერიუმები, ხელმისაწვდომია ბმულზე: http://csb.gov.ge/uploads/stajirebiswesebi.pdf
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება