ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის ორგანიზებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიცაა!
24 აგვისტოს, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწუფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის (JRC) პროექტის "გაიზიარე ქალთა მონაწილეობა არჩევნებში", პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდაჭერით ხორციელდება.
მისი მიზანია საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის პოპულარიზაცია და ამ თემატიკის საუნივერსიტეტო სივრცეში აქტუალიზაცია.
პროექტში ჩართული ექვსი უნივერსიტეტის სტუდენტები, კოორდინატორებთან თანამშრომლობით, მოამზადებენ ვიდეო-პერფორმანსებს არჩევნებში ქალთა ჩართულობაზე და გამართავენ დისკუსიას.
აღნიშნულ პროექტში კსუ-ს მეოთხეკურსელი ჟურნალისტები: ნათია ხუნაშვილი და მარი დეკანოსიძე წარმოადგენენ. მათი კოორდინატორი და მენტორი კი მოწვეული პედაგოგი და კსუ_მულტიმედია_ცენტრის რეჟისორი დავით ძიძიშვილია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება