კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გილოცავთ ჩვენს უნივერსიტეტში მობილობის უფლების მოპოვებას და შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 29 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
• სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
• ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
• სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
• ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
საბუთების მიღება იწარმოებს:
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, 1-ელ სართულზე, 102-ე აუდიტორიაში, ყოველდღე, კვირის გარდა, 10-დან 18 საათამდე.
მისამართი: ჩარგლის ქ. 73.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება