კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. სასწავლო-შემეცნებითი ფილმების ციკლი ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის მიწვევით „ვაჟაობის“ სახალხო დღესასწაულს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, თანმხლებ პირებთან ერთად, დაესწრო.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და წიგნების გამოფენა-გაყიდვა, დოღი, ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა და გალა კონცერტი ჩატარდა. მუზეუმში ვაჟა-ფშაველას პირადი ნივთების, ხელნაწერებისა და უნიკალური ფოტოების გამოფენა მოეწყო.
ვახტანგ წივწივაძემ, ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა სულხან მელაძემ უნიკალური ხელნაწერები და ფოტოები დაათვალიერეს. მოგვიანებით კი სახლ-მუზეუმის ეზოში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ 1961 წლიდან აღინიშნება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება