2017 წლის 17-22 ივლისს პოლონეთის ქალაქ Radzyń Podlaski-ში ერასმუს პლიუსის საზაფხულო სკოლის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ლიტვური ორგანიზაციის „Mokymosi Idejos” და პოლონური ორგანიზაცია Stowarzyszenie “LABEDZ”-ის თანამშრომლობით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - ,,დავუბრუნდეთ წარსულს“.
საზაფხულო სკოლაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, მედიცინის, სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტის 8 სტუდენტი მონაწილეობდა. კსუ-ს სტუდენტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის 2 წარმომადგენელი: რექტორის ასისტენტი, მოწვეული ლექტორი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის კვლევითი ცენტრის „USACA”-ს ხელმძღვანელი ნანა პარინოსი და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სპეციალისტი ჯოვანა აბლოთია.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობა კულტურულ-გაცვლითი ხასიათის იყო და მასში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. თითოეული დღე ერთმანეთისგან განსხვავებული ღონისძიებებით იყო დატვირთული. მონაწილეებმა საკუთარი ქვეყნის კულტურა სხვადასხვა ინტერაქტიული თამაშებისა და ვორქშოპების მეშვეობით წარმოადგინეს. საზაფხულო სკოლის პირველი ნაციონალური საღამო საქართველოს მიეძღვნა. კსუ-ს სტუდენტებმა ნაციონალური ცეკვები, სიმღერები შეასრულეს და ქართული ტკბილეულის დეგუსტაციაც მოაწყვეს. ასევე, კსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მიმდინარე და სამომავლო სტუდენტურ პროექტებსა და გაცვლითი პროგრამებზე პრეზენტაცია გააკეთეს.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ახალგაზრდები ქალაქ Radzyń Podlaski-სა და ქალაქ Komarowka Podlaska-ს მუნიციპალიტეტმა მიიწვიეს. შეხვედრისას კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, მუნიციპალური დიპლომატიის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
გარდა ზემოთ აღნიშნული აქტივობებისა, პროექტის მონაწილეები ესტუმრნენ Roskosz-სა და Biała Podlaska-ს რამდენიმე მუზეუმს, სადაც მიიღეს საინტერესო ინფორმაცია ქალაქზე და გაეცნენ უკვე მივიწყებულ პროფესიებს.
პროექტის თითოეულ მონაწილის განცხადებით საზაფხულო სკოლამ მათ დიდი გამოცდილება და ცოდნა შესძინა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება