საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაცია და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობები
მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.gov.ge; online.naec.ge).
რეგისტრაცია წარმოებს 16 მარტის 12:00 საათიდან 12 აპრილის 18:00 საათამდე.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში (12 აპრილის 18:00 საათამდე) უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. უკვე რეგისტრირებულებს კი ტესტის ტიპის შეცვლა 1 ივნისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაბამისი ვებგვერდი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2016–2017 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე - იხილეთ თანდართული ფაილი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის წინაპირობები, ჩარიცხვა და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე ტესტის ტიპის პროგრამულ მიმართულებებთან შესაბამისობა:
1. სამართლის სამაგისტრო პროგრამა:
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი : C;
მიღების წინაპირობა: სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი;
შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდა.
2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა:
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: A;
მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდა.
3. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა:
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი : A;
მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდა.
4. საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა:
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B;
შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდა.
5. საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა:
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B;
მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება