25-26 მარტს ტემპუსის პროექტის - „ კომპეტენციის ცენტრის ქსელი შავი ზღვის აუზის საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის“ - ფარგლებში, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში III რეგიონული სიმპოზიუმი ,,საკრუიზ" /> 25-26 მარტს ტემპუსის პროექტის - „ კომპეტენციის ცენტრის ქსელი შავი ზღვის აუზის საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის“ - ფარგლებში, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში III რეგიონული სიმპოზიუმი ,,საკრუიზ" /> 25-26 მარტს ტემპუსის პროექტის - „ კომპეტენციის ცენტრის ქსელი შავი ზღვის აუზის საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის“ - ფარგლებში, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში III რეგიონული სიმპოზიუმი ,,საკრუიზ">
25-26 მარტს ტემპუსის პროექტის - „ კომპეტენციის ცენტრის ქსელი შავი ზღვის აუზის საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის“ - ფარგლებში, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში III რეგიონული სიმპოზიუმი ,,საკრუიზო ტურიზმი - მსოფლიო გამოცდილება და მისი განვითარების პერსპექტივები შავი ზღვის რეგიონში“ - ჩატარდა.
პროექტში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ქუთაისის უნივერსიტეტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტია ჩართული.
დამსწრე საზოგადოებასა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით კსუ-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა მიმართეს.
საქართველოში ტემპუსის პროექტის კოორდინატორმა რომან მამულაძემ სრულად მიმოიხილა ის ღონისძიებები, რომლებიც პროექტის ფარგლებში გაიმართა და ყურადღება გაამახვილა უახლოეს პერიოდში დაგეგმილ ვიზიტებზე იტალიასა და რუმინეთში. ასევე, საზაფხულო სკოლაზე, რომელიც აგვისტოში ჩატარდება და საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც სექტემბრის თვეში ბათუმში გაიმართება.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში ბათუმში, ხერსონსა და ოდესაში ტურიზმის კომპეტენციათა ცენტრები უკვე შეიქმნა, ასევე, დიდი წარმატებაა სამაგისტრო პროგრამის შექმნა ტურიზმის მენეჯმენტში, რომელშიც ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის როლი უდავოდ დიდია.
სექციებში მუშაობისას მომხსენებლებმა ისეთ თემებზე გაამახვილეს ყურადღება, როგორებიცაა - ,,საკრუიზო ტურიზმის რეტროსპექტივა და პერსპექტივა“, ,,ტურისტული ვებსაიტების დაწინაურების მექანიზმები და სტრატეგიები“, ,,საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის მარკეტინგული ასპექტები“ და სხვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება