2 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ღია კარის დღე გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის დაარსებაზე, სიახლეებზე, სპეციალურ შეთავაზებებსა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ მიეღო ინფორმაცია.
სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების მიზნით, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს უნიკალური მარანი ,,კოლხი“: იმერულ-კოლხური ღია ტიპის, იბერიულ-კახური და ორდონიანი მარნით, ენოთეკით; გაშენებულია 107 ენდემური ჯიშის ვაზი, განთავსებულია 62 ქვევრი.
ღია კარის დღეზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა კსუ-ს მულტიმედია ცენტრის მიერ მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის - მარანი „კოლხი“-ს ჩვენებას დასწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ღია კარის დღე დამატებით, პარასკევს, 4 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე და საგანმანათლებლო პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდს: www.ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება