კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი I-II კურსის სტუდენტებს კემბრიჯის FCE (The First Certificate in English) სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელ უფასო კურსს სთავაზობს.
FCE-ის არის კემბრიჯის უნივერისტეტის გამოცდა ინგლისურ ენაში, რომელიც საშუალოზე მაღალი დონისაა. FCE-ის სერტიფიკატი მსოფლიოს მასშტაბით მრავალ უნივერსიტეტში, ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროშია აღიარებული.
სტუდენტი, რომელსაც სურს მოემზადოს FCE / B2 გამოცდისათვის, უნდა აკმაყოფილებდეს Upperintermediate დონეს.
რეგისტრაცია დაწყებულია. მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა (http://qoo.by/eLO) 2 მარტამდე.
სტუდენტები მიიღებიან დიაგნოსტიკური ტესტისა და ზეპირი გასაუბრების საფუძველზე.
დიაგნოსტიკური ტესტირება: 4 მარტი, 16:00, 504 აუდ.;
ზეპირი გასაუბრება: 7 მარტი, 16:00, 504 აუდ.;
საინფორმაციო შეხვედრა: 9 მარტი, 16:00, 508 აუდ.
იმ სტუდენტებს, რომლებსაც წინა სემესტრში წარმატებით აქვთ გავლილი FCE / B2 დონის გამოცდისთვის მოსამზადებელი სპეციალური პროგრამის შესარჩევი კონკურსი, მაგრამ შეზღუდული ადგილების გამო ვერ მოხვდნენ, საშუალება აქვთ პირდაპირ საინფორმაციო შეხვედრაზე გამოცხადნენ.
პროგრამაზე შერჩეულ კანდიდატთან დაიდება ხელშეკრულება.
მის.: კსუ-ს I კორპ., ჩარგლის ქ. 73
ელფოსტა: career@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება