17 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში “საქართველოს კავეენის ჩემპიონატის” ფინალი ჩატარდა.
ფინალურ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მხიარულთა და საზრიანთა 8 გუნდი იყო წარმოდგენილი: კსუ-ს გუნდი - ’’Old Boys” , ბათუმის საზღვაო აკადემიის, ბაღდათის გუნდი - ,,პულსი“, მონსტრების კორპორაცია, ქუთაისის გუნდი - ,,ჭიჭიკიები“.
იუმორისტული შეჯიბრი სამ ნაწილად წარიმართა: გუნდების მისალმება, კითხვა-პასუხისა და სიმღერის ეტაპი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ’’Old Boys” სამივე კომპონენტში მაქსიმალური ქულა მოაგროვა, ჯამური 13, 8 ქულით მონაწილე ჯგუფები უკან ჩამოიტოვა და 2015 წლის გამარჯვებულად დასახელდა.
გამარჯვებულ გუნდი ფულადი ჯილდოთი - 5 000 ლარით დასაჩუქრდა.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ხელშემწყობია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება