მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი "ნიღაბი 2015 -ის" დახურვის საზეიმო ცერემონიალი "გარდენ ჰოლში" გაიმართა. ელექტრონული წიგნების სახლი "საბას" რჩეული ანი ბობოხიძე გახდა და საჩ" /> მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი "ნიღაბი 2015 -ის" დახურვის საზეიმო ცერემონიალი "გარდენ ჰოლში" გაიმართა. ელექტრონული წიგნების სახლი "საბას" რჩეული ანი ბობოხიძე გახდა და საჩ" /> მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი "ნიღაბი 2015 -ის" დახურვის საზეიმო ცერემონიალი "გარდენ ჰოლში" გაიმართა. ელექტრონული წიგნების სახლი "საბას" რჩეული ანი ბობოხიძე გახდა და საჩ">
10 დეკემბერს მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი "ნიღაბი 2015 -ის" დახურვის საზეიმო ცერემონიალი "გარდენ ჰოლში" გაიმართა.
ღონისძიების შემაჯამებელ საღამოს გამარჯვებულები რეჯისორისგან, თეატრმცოდნისა და მსახიობებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 10 ნომინაციაში გამოვლინა.
კავკასიის სართაშორისო უნივერსიტეტის ღვინის თეატრის მსახიობები სამ ნომინაციაში იყვნენ წარდგენილები: გიორგი კაშია (გასული წლის ფესტივალის გრამპრის მფლობელი ) -კაცის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი; ბექა ფხაკაძე - კაცის კომედიური ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი; ანი ბობოხიძე - ქალის კომედიური ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი. აღნიშნული ნომინაციებიდან ელექტრონული წიგნების სახლი "საბას" რჩეული ანი ბობოხიძე გახდა და საჩუქრად 100 საუკეთესო ელექტრონული წიგნი გადაეცა.
ფესტივალზე, ასევე, საკუთარი რჩეულები ქალაქ თბილისის მერიამ და ნიკოლოზ წულუკიძემ გამოავლინეს.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალში 10 ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსიტეტის თეატრალური დასი მონაწილეობდა, მათ შორის ერთ-ერთი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო, რომლის თეატრალურმა დასმა "ღვინის თეატრმა" ანტონ ჩეხოვის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "ნერვები"- წარადგინა.
ფესტივალი "ნიღაბი 2015" მეოთხე წელია რაც ხელოვნების პროპაგანდას ეწევა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებაზე, გამოცდილების გაზიარებასა და მომავალში, პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება