კსუ-ს კარიერის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 9 ნოემბრიდან 1 თვის მანძილზე ბიზნესის ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებმა უფასო სასერტიფიკატო პროგრამა - ბიზნესის ადმინისტრირებაში გაიარეს.
პროგრამა იმ სტუდენტებზე იყო გათვლილი, ვისაც საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყების სურვილი და მოტივაცია ჰქონდა. კურსის მანძილზე ისინი ისეთი საკითხებისა და თემების ირგვლივ ისმენდენენ ლექციებს, როგორიცაა: ბიზნეს გეგმის შედგენა, ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ორგანიზაციის სტრუქტურის ჩამოყალიბება.
9 დეკემბრის შემაჯამებელ შეხვედრაზე მონაწილეებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ბიზნეს-სკოლა-ინკუბატორის ერთობლივი სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება