15 დეკემბერს, 14 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მენეჯმენტის ფაკულტეტი ღია კარის დღეს აცხადებს.
შეხვედრაზე, დაინტერესებული პირები გაეცნობიან აღნიშნული ფაკულტეტის შექმნის ისტორიას, თავისებურებებს, აქტივობებს, საგრანტო პროგრამებსა და იმ სიახლეებს, რომლებიც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტებს ელით.
შეხვედრისას შედგება კსუ-ს მულტიმედია ცენტრის მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის - მარანი „კოლხი“-ს ჩვენება.
დასწრება თავისუფალია (ოთახი №305).
მისამართი: ჩარგლის ქუჩა N 73
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება