კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/„დედამიწის მეგობრები საქართველოსთან“ ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს - „ბუნება მბრძანებელია’’- ატარებს.
პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი სარეკომენდაციო ვალდებულებების მნიშვნელობის გაცნობიერება.
ინტელექტუალურ თამაშში ერთმანეთს გარდაბნის მუნიციპალიტეტის N 1, კრწანისის, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, მარტყოფის N 1, სართიჭალის N 1 საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ.
შეჯიბრებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტში კსუ-ს სტუდენტები მოხალისეებად არიან ჩართული.
ინტელექტუალურ თამაშში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან სართიჭალის N 1-ლმა საჯარო სკოლამ გაიმარჯვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება