კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტემპუსის პროექტის 543681‐TEMPUS‐1‐2013‐1‐DE‐TEMPUS‐JPHES ‐ CruiseT ფარგლებში შექმნილი ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტემპუსის პროექტის 543681‐TEMPUS‐1‐2013‐1‐DE‐TEMPUS‐JPHES ‐ CruiseT ფარგლებში შექმნილი ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტემპუსის პროექტის 543681‐TEMPUS‐1‐2013‐1‐DE‐TEMPUS‐JPHES ‐ CruiseT ფარგლებში შექმნილი ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემ">
2015 წლის 20 ნოემბერს კსუ-ში ტემპუსის პროექტის 543681‐TEMPUS‐1‐2013‐1‐DE‐TEMPUS‐JPHES ‐ CruiseT ფარგლებში შექმნილი ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე: ,,ტურიზმის განვითარების რეგიონალური პრობლემები." შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ვიცე-რექტორმა მარინა გედევანიშვილმა გახსნა, რომელმაც საუბარში უნივერსიტეტის განვითარების საკითხებსა და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილემ ეკა ბურდილაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ კობა არაბულმა, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ქოქიაშვილმა, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროქტების სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი ბუგიანიშვილმა, რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის სპეციალისტმა გვანცა ჭიღვარიამ. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის, ტურისტული ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმოამადგენლები.
სამუშაო შეხვედრის ფორმატი დატვირთული იყო. პირველი ნაწილი პროექტის და მისი საზაფხულო სკოლის სტუდენტური კვლევების წარდგენას დაეთმო. შემდგომ, დამსწრე საზოგადოებამ ტურიზმის სფეროში რეგიონების პრობლემებზე, პოტენციალსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. სამუშაო შეხვედრის დასკვნით ნაწილში ტურიზმის ბიზნესის თვალით დანახული პრობლემების ანალიზზე გამახვილდა ყურადღება, ხოლო შემაჯამებელ ნაწილში პროექტ CruiseT -ის ჩარჩოში დაგეგმილ ტრენინგ კურსებზე ისაუბრეს, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი იანვარ-თებერვალში რეგიონების ტურიზმის სპეციალისტებს და დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება