კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/„დედამიწის მეგობრები საქართველოსთან“ ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს - ,,ბუნება მბრძანებელია’’- ატარებს. ინტელექტ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/„დედამიწის მეგობრები საქართველოსთან“ ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს - ,,ბუნება მბრძანებელია’’- ატარებს. ინტელექტ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/„დედამიწის მეგობრები საქართველოსთან“ ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს - ,,ბუნება მბრძანებელია’’- ატარებს. ინტელექტ">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/„დედამიწის მეგობრები საქართველოსთან“ ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს - ,,ბუნება მბრძანებელია’’- ატარებს.
პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი სარეკომენდაციო ვალდებულებების მნიშვნელობის გაცნობიერება.
ინტელექტუალურ თამაშში ერთმანეთს ძველი თბილისის (N18-ე, N 24-ე, N 47-ე, N 23-ე, N 28-ე, N 212-ე) საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ.
ჟიურის წევრებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ „დედამიწის მეგობრები საქართველოს“ წარმომადგენლები: თანათავმჯდომარე რუსუდან სიდამონიძე, სატყეო პოლიტიკის კოორდინატორი ზაზა კვანტალიანი, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი მამუკა თორია და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარელა წოწორია წარმოადგენდნენ. ღონისძიების წამყვანი კსუ-ს სტუდენტი ბესიკ ჩუბინიძე გახლდათ.
ინტელექტუალურ თამაშში ძველი თბილისის სკოლებიდან 18-ე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება