კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 31 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით. (რეგისტრაც" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 31 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით. (რეგისტრაც" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 31 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით. (რეგისტრაც">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწყებს პირველკურსელთა რეგისტრაციას:
1. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა);
2. სამართლის ფაკულტეტზე (სამართალმცოდნეობა);
3. ბიზნესის ფაკულტეტზე (ფინანსები, მენეჯმენტი ,ტურიზმი);
4. მედიცინის ფაკულტეტზე (ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია);
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 31 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით. (რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, (ჩარგლის ქუჩა, N73) პირველ სართულზე, 101_ე აუდიტორიაში.) სწავლის დაწყების თარიღია 14 სექტემბერი.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხულმა სტუდენტებმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
3. 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
4. სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან; (სემესტრული საფასურის გადახდა შესაძლებელია თიბისი, ვითიბი და ბაზის ბანკში ე.წ. კომუნალური გადახდის წესით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სტუდენტის პირადი ნომრის მითითებით)
სემესტრული გადასახადი შეადგენს:
• სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა) - 1250 ლარი
• სამართლის ფაკულტეტი (სამართალმცოდნეობა) - 1300 ლარი
• ბიზნესის ფაკულტეტი (ფინანსები, მენეჯმენტი ,ტურიზმი) - 1250 ლარი
• მედიცინის ფაკულტეტი (ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია) - 1125 ლარი
5. სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება