კსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტების კვლევის შედეგების პრეზენტაცია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, თეორიულ-ემპირიული კვლევისთვის შექმნილი, სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართა.
შეხვედრისას ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებმა მეორე თემატური სემინარით გათვალისწინებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს.
პრეზენტაციების ბოლოს დოქტორანტებმა კომისიის წევრებისგან რეკომენდაციები და კვლევასთან დაკავშირებული რჩევები მიიღეს.