კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე. მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე eqe.ge 3 აგვისტოდან 20 აგვისტომდე (http://eqe.ge/geo/static/17/mobility).
სტუდენტები, რომლებიც მობილობის შედეგებით მოიპოვებენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია 26 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტორნული ვერსია (დისკით);
• სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
• საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
• ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
• სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
• ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება