ა.წ. 20 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ტემპუსის პროექტის "CruiseT" - „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის შავი ზღვის რეგიონში (საქართველო, უკრაინა, ბულგარეთი და რუმინეთი)“, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებთან. ბულგარეთის ქალაქ ვარნაში დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით, მოხდება გამარჯვებული სტუდენტების სწავლება, რის შემდეგაც ისინი, 15-19 ივლისს, უცხოელ დამკვირვებლებთან ერთად, საველე სამუშაოებს ჩაატარებენ ტურისტულ ობიექტებზე თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 5 -13 სექტემბერს კი მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ ხერსონში, საზაფხულო სკოლის მუშაობაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება