კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ტემპუსის პროექტის "CruiseT" - „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის შავი ზღვის რეგიონში (საქართველო, უკრაინა, ბულგარეთი და რუმინეთი)“ სამუშაო ჯგუფმა, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, პროფესორებმა მარინა გედევანიშვილმა, ელისაბედ მალანიამ, თამარ ქობლიანიძემ და თამარ ინასარიძემ, შეკრებილებს გააცნეს ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 18-25 აპრილს, ბულგარეთის ქალაქ ვარნის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარებული სამუშაო შეხვედრების მასალები და შედეგები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში, საინტერესოდ წარიმართა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ბევრ საიტერესო კითხვას უპასუხეს და შეხვედრის ბოლოს სამომავლო გეგმები დასახეს. კერძოდ, უნივერსიტეტში გამოცხადდა სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ საველე სამუშაოებსა და ქალაქ ხერსონში, საზაფხულო სკოლის მუშაობაში მათი ჩართვის მიზნით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება