TEMPUS -ის პროექტის – „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის“ – ფარგლებში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ევროპელმა ექსპერტებმა პროექტში ჩართული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მუშაობა შეაფასეს. 3 წლიანი პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარება. მასში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად საქართველოს 3 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული. პროექტის ფარგლებში უკრაინის ქალაქ ხერსონში 5-13 სექტემბერს სტუდენტებით დაკომპლექტებული ჯგუფები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება