კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტები გრძელდება. 27 ივნისს ფოლკლორული ლაშქრობის – „იამბე ელიზბარაო“ – დასკვნითი ღონისძიება მოეწყო, რაც 30 ნამუშევრიდან 12 საუკეთესო თემის პრეზენტაციას გულისხმობდა.
პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მასში მონაწილეობას დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლები იღებდნენ. კონკურსის მიზანია დუშეთის რეგიონში გავრცელებული ფოლკლორული მასალების გაცნობა და მოსწავლე-ახალგაზრდებში მრავალსაუკუნოვანი ქართული ზეპირსიტყვიერების პოპულარიზაცია.
მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე მათ რეგიონში გავრცელებული თქმულებები, რიტუალთა აღწერები, შელოცვები და სხვა მნიშვნელოვანი და ძველი ტრადიციები წარმოადგინეს.
კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, 12 საუკეთესო ნამუშევრიდან I, II და III ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მათ და სხვა მონაწილე მოსწავლეებსა და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეების ნამუშევრების კრებულად გამოცემა და პროექტში სხვა რეგიონების ჩართვა იგეგმება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუმრებს ფურშეტით გაუმასპინძლდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება