კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადება
დედაქალაქში შექმნილი ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ
- სტუდენტთა უმრავლესობის მოთხოვნით დასკვნითი გამოცდები ჩატარდება დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;
- იმ სტუდენტებმა, რომლებმაც, ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო, 15-20 ივნისს ვერ მოახერხეს გამოცდებზე მოსვლა, 25 ივნისამდე უნდა მიმართონ საგამოცდო ცენტრს გაცდენილი გამოცდების აღდგენის მიზნით;
- 15-20 ივნისს გაცდენილი გამოცდების აღდგენის საშუალება მიეცემა ყველა სტუდენტს;
- კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში, ყველა სტუდენტი შეძლებს დამატებით გამოცდაზე გასვლას.