საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია „ეიბისიო-ჯორჯია“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკის გავლას.
„ეიბისიო-ჯორჯია“ დაფუძნდა 2001 წლის ოქტომბერში. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეწარმეობის აღმავლობას, მცირე და საშუალო საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების განვითარებას, გაუწიოს მათ ტექნიკური და სხვა სახის დახმარება და, საბოლოოდ, ქართველი მენეჯერებისა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მომუშავე ფერმერების ცოდნისა და გამოცდილების დონის ამაღლების გზით, ხელი შეუწყოს ქართულ ბიზნესსა და სოფლის მეურნეობას მთლიანობაში (ეწვიეთ ვებგვერდს www.abco.caucasus.net).
პრაქტიკის ხანგრძლივობაა 1 თვე, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები აქტიურად იქნებიან ჩართული საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
დამატებითი მოთხოვნები
პიროვნული მახასიათებლები:
პრაქტიკის პროგრამაში მონაწილე წარმატებული სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატს.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე career@ciu.edu.ge 2015 წლის 23 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ პრაქტიკა და მიმაგრებულ ფაილზე მიუთითოთ სახელი და გვარი ლათინური შრიფტით. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრს.
გისურვებთ წარმატებას!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება