სლოვაკეთის ელჩმა რუდოლფ მიხალკამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, თემაზე: „ ევროკავშირი და ევროინტეგრაცია“ საჯარო ლექცია წაიკითხა. შეხვედრის ფარგლებში ელჩი ბევრ საინტერესო თემას შეეხო. ის სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, თავისი ქვეყნის გამოცდილებაზე, სირთულეებსა და გამოწვევებზე ესაუბრა. მისი თქმით, ფასების ზრდა, ბაზრის ლიბერალიზაცია, სავიზო რეჟიმის გამარტივება _ ის ძირითადი საკითხებია, რომელზე მუშაობაც ევროინტეგრაციის გზაზე მყოფ ქვეყნებს უწევთ. სლოვაკეთის ელჩი კსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, რექტორის მოადგილეს მარინა გედევანიშვილს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები დასახეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება