კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს გამოჩენილი პოლონელი გამომგონებელი კშიშტოფ ტაბაშევსკი სტუმრობდა. ვიზიტის მიზანს საქართველოს სკოლებისა და უნივერსიტეტების ლაბორატორიების უახლესი ტექნიკით აღჭურვის საკითხის განხილვა წარმოადგენდა. ტაბაშევსკი კსუ-სა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებს შეხვდა და საქართველო-პოლონეთის ექსპერიმენტული მეცნიერების განვითარების საკითხები გააცნო. პოლონეთის მასშტაბით, კშიშტოფ ტაბაშევსკის მიერ შექმნილი ლაბორატორიული მოწყობილობებით 32 უნივერსიტეტი და 3000 სკოლა სარგებლობს. პოლონეთის ფიზიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე რეკომენდაციას უწევს კშიშტოფ ტაბაშევსკის მიერ დაპატენტებულ გამოგონებებს. ტექნიკის იმპლემენტაციისთვის ევროკავშირის ფონდებიდან 5,4 მილიონი ზლოტია გამოყოფილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება