კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველო-ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციის მთავარ მიზანს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. აღნიშნული კონფერენცია საქართველოში პირველად ჩატარდა და მას ირანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოხსენებები ირან-საქართველოს სავაჭრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს შეეხებოდა. საერთაშორისო კონფერენციაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება