საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პერსპექტივამ დღის წესრიგში აღნიშნულ თემაზე საკითხების სიღრმისეულად მომზადებისა და მიმართულების განვითარების ხელშეწყობა დააყენა. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია - “სურსათის უვნებლობის საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში” - ჩაატარა. პრინციპის_მინდვრიდან სუფრამდე გაკონტროლება, რისკების შეფასება, საკანონმდებლო რეფორმა, საზოგადოების ინფორმირებულობა - შეხვედრის მსვლელობისას მომხსენებლები ამ ძირითად საკითხებს შეეხნენ. აგრო და სოფლის მეურნეობის თემების სწორად გასაშუქებლად, პროექტის ფარგლებში. სასწავლო მოდულის შექმნაა გათვალისწინებული. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ საკვლევი თემა, გაიარონ კონსულტაცია და მონაწილეობა მიიღონ საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის პროექტში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება