საქართველოს მთავრობის კანცელარიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
სააგენტოსთან, კსუ-ს გარდა, ქუთაისის, ბათუმის, ახალციხის, გორისა და თავართქილაძის უნივერსიტეტები თანამშრომლობენ. სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა ვაშაყმაძის განმარტებით, მემორანდუმის ფარგლებში, ერთიანი საბჭო შეიქმნება, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებულ სპეციალურ პროგრამებზე იმუშავებს, სტუდენტებისთვის კი სემინარები ჩატარდება. როგორც უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდობის რელიგიური ტოლერანტობის პრინციპებით აღზრდას, რასაც დიდად შეუწყობს ხელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან მათი თანამშრომლობა, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება