კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს VTB ბანკის წერეთლის ფილიალის საოპერაციო განყოფილების უფროსი მაია მუშკუდიანი შეხვდა. მან მოკლედ მიმოიხილა ბანკის უახლესი ისტორია და იმ საინტერესო პროექტებსა დ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს VTB ბანკის წერეთლის ფილიალის საოპერაციო განყოფილების უფროსი მაია მუშკუდიანი შეხვდა. მან მოკლედ მიმოიხილა ბანკის უახლესი ისტორია და იმ საინტერესო პროექტებსა დ" /> კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს VTB ბანკის წერეთლის ფილიალის საოპერაციო განყოფილების უფროსი მაია მუშკუდიანი შეხვდა. მან მოკლედ მიმოიხილა ბანკის უახლესი ისტორია და იმ საინტერესო პროექტებსა დ">
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს VTB ბანკის წერეთლის ფილიალის საოპერაციო განყოფილების უფროსი მაია მუშკუდიანი შეხვდა. მან მოკლედ მიმოიხილა ბანკის უახლესი ისტორია და იმ საინტერესო პროექტებსა და ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც VTB ბანკი ამჟამად ახორციელებს. სტუდენტების განსაკუთრებული დაინტერესება ,,VTB Generation" - სამთვიანმა სასწავლო პროგრამამ გამოიწვია, რომელიც ბანკის HR განყოფილების ინიციატივითა და პატრონაჟით ხორციელდება. აპლიკაციების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს, სამი თვის განმავლობაში ინტენსიურად უტარდებათ თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი, რაც თავისმხრივ, საოპერაციო, საკრედიტო და ბიზნეს მიმართულებას მოიცავს. VTB ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, ბანკის უახლოესი გეგმა ფილიალებისა და სერვისცენტრების რაოდენობის დაახლოებით 1,5-ჯერ გაზრდაა, შესაბამისად, პროექტი ,,VTB Generation" სტუდენტებისთვისა და სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის დროული შემოთავაზებაა. მაია მუშკუდიანმა სასწავლო კურსის ფარგლებში შერჩეული წარმატებული კანდიდატების უშუალოდ ბანკში დასაქმების პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „VTB Generation“კადრების შიდამობილიზებას მაქსიმალურად ხელს უწყობს და ბანკს მომზადებულ და კვალიფიციურ თანამშრომლებს სთავაზობს. VTB ბანკის წარმომადგენელი საფინანსო ბაზრებს, საცალო და კორპორატიული საბანკო პროდუქტების საკითხებსაც შეეხო და ბაზარზე დამკვიდრების, რისკ-ფაქტორებისა და კონკუტენტუნარიანი გარემოს შესახებ ისაუბრა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება