კსუ-ში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველო"- ს ორგანიზებით სასკოლო საგანმანათლებლო პროექტი - "ბუნება მბრძანებელია&quo" /> კსუ-ში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველო"- ს ორგანიზებით სასკოლო საგანმანათლებლო პროექტი - "ბუნება მბრძანებელია&quo" /> კსუ-ში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველო"- ს ორგანიზებით სასკოლო საგანმანათლებლო პროექტი - "ბუნება მბრძანებელია&quo">
კსუ-ში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველო"- ს ორგანიზებით სასკოლო საგანმანათლებლო პროექტი - "ბუნება მბრძანებელია" დაიწყო.
პროექტში თბილისის, რუსთავის, მცხეთისა და გარდაბნის საჯარო და კერძო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობენ.
პროექტის პირველ თამაშში გლდანი-ნაძალადევის მუნიციპალიტეტის თოთხმეტმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა, გამარჯვება კი 149-ე სკოლამ მოიპოვა.
აღნიშნული პროექტის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა.
სასკოლო საგანმანათლებლო პროექტი ყოველ კვირას გაიმართება. გამარჯვებულები კი ერთმანეთს ფინალში 13 ივნისს დაუპირისპირდებიან.
ღონისძიებას ჟიურის სახით მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსი ნატო სულთანიშვილი და "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო"-ს თანათავმჯდომარეები: ნინო ჩხობაძე და რუსუდან სიმონიძე.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სასკოლო საგანმანათლებლო პროექტებს პერმანენტულად ახორციელებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება