კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თავისუფალი პარლამენტის სკოლამ კსუ-სა და კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარა, რომელსაც ნიკოლოზ ჩარკვიანი, სალომე მაისურაძე და მარიამ ჩარკვიანი წარუძღვნენ.
თავისუფალი პარლამენტის სკოლის მიზანია სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოში მოთხოვნადი და წამყვანი პროფესიები გააცნოს, როგორებიცაა: საერთაშორისო ურთიერთობები, სამართლი და ბიზნესი.
შეხვედრის პირველ ნაწილში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი ზუხრა მაცაბერიძე სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის ისტორიაზე ესაუბრა და კსუ-ს ფაკულტეტები და პროგრამები გააცნო, თავისუფალი პარლამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩარკვიანმა კი ყურადღება ორგანიზაციის მუშაობაზე გაამახვილა.
თავისუფალი პარლამენტის სკოლის ტრენინგები როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს. ტრენინგებს ეტაპობრივად სხვა მოწვეული სტუმრებიც გაუძღვებიან. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავისუფალი პარლამენტის სკოლის ტრენინგებს 1 თვის განმავლობაში უმასპინძლებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება