გამოცხადდა კონკურსი მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ ორი სემესტრის განმავლობაში და პროფესორ-მასწავლებლებს მინიმუმ ერთი კვირით და მაქსიმუმ 3 თვით თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის განხორციელება შეეძლებათ. აღნიშნული პროგრამით ვერ ისარგებლებენ საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პირველი სემესტრის სტუდენტები.
მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები სწავლის საფასურს მშობლიურ უნივერსიტეტში გადაიხდიან და დამატებით, მობილობის ფარგლებში, მივლინებულ უნივერსიტეტში თანხის გადახდა არ ეკისრებათ.
გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები ყოველთვიურად მიიღებენ სტიპენდიას, ხოლო დაზღვევისა და გზის ხარჯებს თავად აანაზღაურებენ.
გაცვლით პროგრამაში მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებს აუნაზღაურდებათ მგზავრობის, დაზღვევისა და დღიური ხარჯები.
პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს:
ჟურნალისტიკა _ აკადემიური პერსონალის 1 წარმომადგენელი;
სტომატოლოგია _ ბაკალავრიატის 5 სტუდენტი; აკადემიური პერსონალის 2 წარმომადგენელი;
მედიცინა _ ბაკალავრიატის 2 სტუდენტი; აკადემიური პერსონალის 2 წარმომადგენელი;
ეკონომიკა _ ბაკალავრიატის 2 სტუდენტი, აკადემიური პერსონალის 1 წარმომადგენელი;
ბიზნეს ადმინისტრირება _ ბაკალვრიატის 1 სტუდენტი, აკადემიური პერსონალის 1 წარმომადგენელი;
მათემატიკა _ აკადემიური პერსონალის 1 წარმომადგენელი;
დასავლური ენები და ლიტერატურა _ აკადემიური პერსონალის 1 წარმომადგენელი;
კერძო სამართალი _ მაგისტრატურის 1 სტუდენტი;
საჯარო სამართალი _ მაგისტრატურის 1 სტუდენტი;
სამართალი _ ბაკალავრიატის 2 სტუდენტი; აკადემიური პერსონალის 2 წარმომადგენელი;
ინდუსტრიული ინჟინერია _ ბაკალავრიატის 2 სტუდენტი; აკადემიური პერსონალის 1 წარმომადგენელი.
განაცხადის ფორმა და დეტალური ინფორმაცია
საბუთები მიიღება 20-დან 27 აპრილის ჩათვლით 515 აუდიტორიაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება