კარიერის განვითარების ცენტრის მოწვევით, დასაქმების სააგენტო „ეიჩარის“ წარმომადგენლებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
დასაქმების ფორუმზე, რომელიც 1 მაისს „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ უშუალოდ სასურველი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ.
დასაქმების სააგენტო „ეიჩარის“ ინფორმაციით, წელს ფორუმზე 60-მდე ორგანიზაცია ღია ვაკანსიებით იქნება წარმოდგენილი.
დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელმა ანა ლიმარენკომ სტუდენტებს სივის სპეციფიკა გააცნო და ურჩია, რომ ფორუმზე საკმარისი რაოდენობის რეზიუმეები იქონიონ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება