ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბისა და სამოქალაქო საზოგადოების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, თემაზე: „თანამედროვე გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში, შავ ზღვასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში“. „საუნივერსიტეტო სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება