ინტელექტუალური თამაშების კვირეულის _ „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ _ მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს ვაკისა და საბურთალოს რაიონის სკოლები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ვაკის 122-ე და საბურთალოს 161-ე საჯარო სკოლებმა მოიპოვეს.
ინტელექტუალური თამაშების მონაწილეებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გარდა ამისა, თამაშში ჩართულ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში იანვარში დაგეგმილ სალექციო კურსს დაესწრონ, რომელიც მათ თბილისის ისტორიას გააცნობს. ვაკისა და საბურთალოს გამარჯვებულ სკოლებთან ერთად, თებერვალში დაგეგმილ ფინალში, ისნის რაიონის 97-ე, ჩუღურეთის 24-ე, დიდუბის 140-ე, სამგორის 182-ე, გლდანის 120-ე და ნაძალადევის რაიონის ნუნუ ავაგუმაშვილის სკოლები ითამაშებენ. ინტელექტუალური თამაშების კვირეული _ „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ _ თბილისის მერიის, მუნიციპალიტეტების, განათლების სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება