პროექტი „სტუდენტური ხმა“ დაიწყო. 21 ნოებერს პროექტის პირველი ეტაპი _ „ბრძოლა საუკეთესო გუნდისთვის“_ გაიმართა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები: ნანა ტეიცი და ნიკა პატარავა კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ. კონკურსანტები აჩიკო ვანიშვილის ჯგუფში მოხვდნენ.
პროექტის ფარგლებში სტუდენტური ხმის აღმოსაჩენად ოთხი მწვრთნელი იბრძვის. საკუთარი გუნდები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან წარმოდგენილი სტუდენტებით კომპოზიტორმა მაია კაჭკაჭიშვილმა, რეპერმა აჩიკო ვანიშვილმა და „ახალი ქართული ხმის“ მეორე სეზონის გამარჯვებულმა, მარიამ ჩაჩხიანმა დააკომპლექტეს. თითეული მწვრთნელის ჯგუფში ექვსი სტუდენტი ერთიანდება, რომლებიც მეორე ტურში, რინგზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
კონკურსში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოთხი სტუდენტი: ნათია ქართველიშვილი, გოდერძი აბულაშვილი, ნანა ტეიცი და ნიკა პატარავა მონაწილეობდნენ. მათგან მეორე ტურში მხოლოდ ნანა ტეიცისა და ნიკა პატარავას ჯგუფი გადავიდა.
სტუდენტური პროექტი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალებას აძლევს. კონკურსში გამარჯვებულს მაყურებელი გამოავლენს, რომელსაც ორგანიზატორები სოლო კონცერტით დააჯილდოვებენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება