19 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ალექსანდრე რუსეცკის შეხვდა. ღონისძიებას აპარატის ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიკვაიძეც ესწრებოდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები, როგორც საგანმანათლებლო, ისე დიასპორის სპეციფიკისთვის დამახასიათებელი კვლევის ჩასატარებლად. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი ხელს უწყობს „დიასპორის და თანამემამულეთა“ ახალი სტრატეგიის შექმნას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება