2014 წლის 16 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა TEMPUS -ის პროექტის - 543681 TEMPUS-1 2013-1 – DE TEMPUS- JPHES- CruiseT -„კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის შავი ზღვის რეგიონში (საქართველო, უკრაინა, ბულგარეთი და რუმინეთი)“- ფარგლებში საკოორდინაციო-სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.
TEMPUS-ის პროექტი ბათუმსა და ოდესაში კომპეტენციათა ცენტრების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომელიც დარგის სპეციალისტებს გადაამზადებს. სამუშაო შეხვედრაზე კსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ისაუბრეს უნივერსიტეტის საქმიანობაზე. სამუშაო შეხვედრის მონაწილე პროფესორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს კსუ-ს ინფრასტრუქტურა და დასახეს სამომავლო გეგმები. პარალელურად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უკრაინის ნაციონალურ სატრანსპორტო აკადემიასთან გააფორმა მემორანდუმი. შეხვედრის დასასრულს, სტუმრების წინაშე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხალხური შემოქმედების ანსამბლი „კავკასიელი“ წარსდგა. სამუშაო შეხვედრას 40-მდე ქართველი და უცხოელი პროფესორი და მოწვეული სტუმარი ესწრებოდა.
იხილეთ დოკუმენტი "საერთაშორისო ურთიერთობა" (გერმანულ ენაზე)
იხილეთ დოკუმენტი "კრუიზული ტურიზმი შავი ზღვის რეგიონში" (რუსულ ენაზე)
იხილეთ დოკუმენტი "Georgia – The Outlook" (ინგლისურ ენაზე)
იხილეთ დოკუმენტი "საკოორდინაციო შეხვედრა TEMPUS-CRUIZET პროექტის ფარგლებში" (რუსულ ენაზე)
იხილეთ დოკუმენტი "Network of competence centres for the development of cruise tourism in the Black Sea region (Georgia and Ukraine)" (ინგლისურ ენაზე)
იხილეთ დოკუმენტი "Tourism Undergraduate Program" (ინგლისურ ენაზე)
იხილეთ დოკუმენტი "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ" (რუსულ ენაზე)
იხილეთ დოკუმენტი "2014 წლის გაზეთი N 10 (13) საკოორდინაციო-სამუშაო შეხვედრა TEMPUS-ის პროექტის ფარგლებში" (ქართულ ენაზე)
იხილეთ დოკუმენტი "კსუ-ს ბროშურა: გვერდი #1 და გვერდი #2" (ქართულ ენაზე)
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება