პროექტის -,,მე თბილისის მოტრფიალე ვარ“- გამარჯვებული თბილისის კლასიკური გიმნაზია გახდა. გამარჯვებულებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან საჩუქრად აიპედები და გარდამავალი ჯილდო გადაეცათ.
ინტელექტუალური თამაშების II და III ადგილზე ისანი-სამგორის 182-ე და ვაკე-საბურთალოს 161-ე საჯარო სკოლები გავიდნენ. მათ უნივერსიტეტმა სამახსოვროდ წიგნები: ჯრუჭის ფსალმუნი და საქართველოს ეროვნული ატლასი გადასცა.
პროექტის ,,მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ თითოეულმა მონაწილემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან საჩუქრად ფრანსუა რაბლეს წიგნი ,,გარგანტუა და პანტაგრუელი“ მიიღო.
ინტელექტუალური თამაშების კვირეულში ,,მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ მონაწილეობას თბილისის 10 მუნიციპალიტეტიდან სხვადასხვა სკოლა იღებდა. მათგან ფინალში 10 სკოლა გავიდა.
პროექტი თბილისის მერიის, მუნიციპალიტეტების, განათლების სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება