მილანის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილია 60 სტიპენდია იტალიის ენისა და კულტურის საერთაშორისო კურსზე დასასწრებად. კურსები ჩატარდება ორჯერადად გარნიანოს კორპუსში, გარდას ტბაზე. თითოეული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 კვირას:" /> მილანის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილია 60 სტიპენდია იტალიის ენისა და კულტურის საერთაშორისო კურსზე დასასწრებად. კურსები ჩატარდება ორჯერადად გარნიანოს კორპუსში, გარდას ტბაზე. თითოეული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 კვირას:" /> მილანის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილია 60 სტიპენდია იტალიის ენისა და კულტურის საერთაშორისო კურსზე დასასწრებად. კურსები ჩატარდება ორჯერადად გარნიანოს კორპუსში, გარდას ტბაზე. თითოეული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 კვირას:">
მილანის უნივერსიტეტის სტიპენდია
მილანის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილია 60 სტიპენდია იტალიის ენისა და კულტურის საერთაშორისო კურსზე დასასწრებად. კურსები ჩატარდება ორჯერადად გარნიანოს კორპუსში, გარდას ტბაზე. თითოეული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 კვირას:
- პირველი კურსი: 2015 წლის 6 ივლისი, ორშაბათი- 25 ივლისი, შაბათი;
- მეორე კურსი: 2015 წლის 27 ივლისი, ორშაბათი - 15 აგვისტო, შაბათი.
კურსები განკუთვნილია 18-დან 40 წლამდე უცხოელთათვის, რომლებიც კარგად ფლობენ იტალიურ ენას (ენის ცოდნის მინიმალური დონე: B1 ენის ცოდნის შეფასების ევროპული სისტემით).
სტიპენდიის შესახებ მოთხოვნა კურსების სამდივნომ უნდა მიიღოს:
- 2015 წლის 27 მარტამდე - 6 ივლისიდან 25 ივლისამდე კურსზე ჩასარიცხად;
- 2015 წლის 3 აპრილამდე - 27 ივლისიდან 15 აგვისტომდე კურსზე ჩასარიცხად.
სასწავლო სტიპენდია დაფარავს ყველა ლექციაზე დასწრების, კვებისა (ორშაბათიდან პარასკევამდე) და ცხოვრების ხარჯებს (შაბათ-კვირის ჩათვლით). სტიპენდიანტმა კი უნდა გადაიხადოს ჩარიცხვის გადასახადი (130 ევრო), მგზავრობისა და შაბათ-კვირას კვების ხარჯები, არასავალდებულო კულტურული ღონისძიებების გადასახადები.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: http://users2.unimi.it/centrocalcif/?p=1058
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება