პროექტის _ „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“_ ფარგლებში ინტელექტუალური თამაშის მონაწილე მოსწავლეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციების კურსს დაესწრნენ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ქეთევან შოშიაშვილმა აუდიტორიას თბილისის ისტორია გააცნო.
სალექციო კურსის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული დოკუმენტური ფილმების: „მეტეხისა“ და „სიონის“ ჩვენებაც გაიმართა.
ინტელექტუალური თამაშების კვირეული _ „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“_ თბილისის მერიის, მუნიციპალიტეტების, განათლების სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება