კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს „ღვინის ლაბორატორიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული ორანიზაციების მიზანია: მეღვინეობისა და მევენახეობის მიმართულებით ევროპულ და მსოფლიო სტანდარტებზე ორიენტირებული, ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების შემუშავება და მათი კსუ-ს სასწავლო პროცესში დანერგვა. თანამშრომლობა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების სასწავლო პრაქტიკის გავლას, სემინარებისა და სამეცნიერო კონფერენციების მოწყობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში, შპს „ღვინის ლაბორატორიაში“, წარჩინებული სტუდენტების დასაქმება იგეგმება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება