კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს მოდელირებული სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე სტუდენტების მიერ წარმოდგენილმა 57-მა ქვეყანამ უკრაინის კრიზისის შესახებ იმსჯელა. პროექტი _ „ეუთოს ახალგაზრდული ქსელის მშენებლობა საქართველოში“ ივნისის თვიდან ხორციელდება. მასში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ. ექვსი თვის განმავლობაში ეუთოს ახალგაზრდული ქსელის წევრები მოწვეულ სტუმრებთან ერთად ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდნენ. პროექტი „ეუთოს“, ,,ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება